spot_img
15.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკასაქართველონათია თურნავა: ჩვენი სტრატეგიაა ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება

ნათია თურნავა: ჩვენი სტრატეგიაა ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება

დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმთავრესი რამ – უზრუნველვყავით ბიზნესისთვის მშვიდობიანი, პროგნოზირებადი, სტაბილური გარემო, რასაც ქართული ბიზნესიც პასუხობს განვითარებაზე ორიენტირებული განწყობით და ახალი ინვესტიციებით. ეს მიღწევა ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. საქართველომ ეკონომიკური შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, S&P, Moodys’) შეფასებით საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ დაადასტურა, რომ საქართველო მდგრადია,  მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დაგვარტყა, მაკროეკონომიკურად სტაბილურები ვართ და შექმნილია ბიზნესისთვის მშვიდობიანი განვითარების პირობები“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საშუალოვადიან მიზანს საინვესტიციო დონის შესაბამისი სუვერენული რეიტინგის მიღწევა (ე.წ. investment grade) წარმოადგენს, რაც ინვესტორებს სტაბილური  განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ გარანტიებს შეუქმნის.

სტატიის ბმული

გააზიარე 👇

spot_img
Business Partner
Business Partnerhttp://www.business-partner.ge
გადამოწმებული და ობიექტური ანალიზი ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები