spot_img
4.8 C
Tbilisi
spot_img
Homeბიზნესირა გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

რა გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

მიუხედავად იმისა, რომ გონება და სხეული ხშირად განიხილება, როგორც ინდივიდის ცალკე მდგომი ნაწილები, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა რეალურად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. სტაბილურ ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეუძლია დადებითად იმოქმედოს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და პირიქით.

დღემდე მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ პოზიტიურ ფსიქოლოგიურ განწყობას შეუძლია შეამციროს გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. მეორე მხრივ, ცუდმა ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება ან მავნე ჩვევა.

ქრონიკული დაავადებები

დეპრესია დაკავშირებულია ბევრ ქრონიკულ დაავადებასთან. ამ დაავადებებს მიეკუთვნება დიაბეტი, ასთმა, კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ართრიტი. შიზოფრენია ასევე დაკავშირებულია გულისა და რესპირატორული დაავადებების უფრო მაღალ რისკთან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობამ ასევე შეიძლება გაართულოს ქრონიკულ დაავადებასთან გამკლავება. კიბოთი და გულის დაავადებებისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია დეპრესიის ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პირობების მქონე ადამიანებში.

ძილის პრობლემები

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები უფრო მეტად განიცდიან ძილის რეჟიმის დარღვევას, თუნდაც, როგორიცაა: უძილობა ან ძილის აპნოე. ძილის აპნოე კი, თავის მხრივ, იწვევს სუნთქვის პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი გამოღვიძება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დაახლოებით 50%-დან 80%-ს ასევე აქვს ძილის პრობლემები.

მოწევა

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ეწევიან, ვიდრე ისინი, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. დეპრესიის მქონე ადამიანებს აქვთ ქიმიური დოფამინის დაბალი დონე. დოფამინი გავლენას ახდენს დადებით გრძნობებზე თქვენს ტვინში. სიგარეტში შემავალი ნიკოტინი იწვევს ქიმიური დოფამინის გამომუშავებას, ამიტომ მოწევა შეიძლება გამოყენებულ იქნას დეპრესიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

დაბალი მოტივაცია

ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგიერთმა პრობლემამ ან მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ენერგიასა ან მოტივაციაზე, რათა საკუთარ თავზე იზრუნოთ.

კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

კონცენტრაციის უნარი პირდაპირ კავშირშია ფსიქიკურ პრობლემებთან. ჩვენი გონება ამ დროს სრულიად სხვა საკითხებზე ფიქრობს, ან ცოტათი დაბინდულიც კია. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური პრობლემები ხელს გვიშლის ყოველდღიურ რუტინაში. ხშირად, ექიმთან ვიზიტიც კი რთულდება ამ მდგომარეობის გამო.

სრული სტატია – Marketer.ge

 

გააზიარე 👇

spot_img
Marketer.ge
Marketer.gehttps://www.marketer.ge/
Marketer.ge ამბიციური მულტიმედიური პროექტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სფეროებზე, ბიზნესისა და მარკეტინგის ჭრილში გიყვებათ. 2013 წლიდან, „მარკეტერი” ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მართავს. 2019 წლიდან, ბიზნესსა და მენეჯმენტზე პირველ ქართულ პოდკასტს უძღვება.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები