მას შემდეგ, რაც პანდემიის დაწყებიდან, სასწავლო პროცესი სრულად ონლაინ რეჟიმში წარმატებით გადაიყვანა, COMMSCHOOL-მა 2021 წელი შეაფასა. წლევანდელი შედეგები, თბილისის კომუნიკაციების სკოლისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა: საერთო ჯამში, სკოლაში სწავლისთვის აპლიკაცია 800-ზე მეტმა მსურველმა გაგზავნა, კურსდამთავრებულთა რიცხვს COMMSCHOOL-ის 300-ზე მეტი სტუდენტი შეუერთდა, სტუდენტთა კმაყოფილების მაჩვენებელმა 98% შეადგინა. შეიცვალა და გამრავალფეროვნდა სასწავლო პროგრამაც. COMMSCHOOL-ს 14-ზე მეტი ლექტორი დაემატა. არაერთი კურსდამთავრებული დასაქმდა. მაინც, როგორია 2021 წლის შედეგები COMMSCHOOL-ისთვის? გამოგვყევით და დეტალურად გიამბობთ:
M: როგორ შეაფასებდით პროგრესს, რაც თბილისის კომუნიკაციის სკოლას 2021 წელს ჰქონდა?
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ წლის განმავლობაში COMMSCHOOL-ს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, სიახლეებსა და გამოწვევებს ჩვენი გუნდის შემართებითა და მიზანდასახულობით წარმატებით გავართვით თავი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ.
M: რა პროექტებს გამოარჩევდით 2021 წლიდან?
რთულია გამორჩევა. თუმცა, ყველაზე მასშტაბური მაინც 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაა, რომელსაც COMMSCHOOL-ის გუნდი ვახორციელებთ New Horizon ერთად. New Horizon აიტი ტრენინგების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა ევროპის ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სტუდენტთა მხარდაჭერის, შერჩევისა და კომუნიკაციის ნაწილში, რაშიც ამ წლების განმავლობაში, ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ.
M: რა ცვლილება იყო სასწავლო პროგრამისა და აკადემიური გუნდის კუთხით?
ალბათ უნდა დავიწყოთ იმით, რომ სრულიად ახალი მიმართულება დავამატეთ ტექნოლოგიური კუთხით, რის ფარგლებშიც 6 ახალი პროგრამა გავაკეთეთ – React, Angular, Introduction to Front-end Development, Introduction to Programming, Android Development, Flutter (სხვათა შორის, მსურველებს Flutter-ის სწავლა საქართველოში მხოლოდ COMMSCHOOL-ში შეუძლიათ).
გარდა ტექნოლოგიური მიმართულებისა, მარკეტინგისა და დიზაინის კუთხითაც საკმაოდ აქტიური წელი იყო. დაგვემატა პროგრამები და ლექტორები. +14 ექსკლუზიური ლექტორი გვყავს, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან კითხულობენ კონკრეტული მიმართულების კურსებს და თავიანთ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ჩვენს სტუდენტებს უზიარებენ.
M: როგორია სტუდენტების აქტიურობა და როგორ უწყობთ ხელს ნიჭიერ სტუდენტებს?
წლევანდელი წელი სტუდენტების აქტიურობითაც გამოირჩეოდა და საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 აქტიურ კურსზე 800-ზე მეტი გადარჩეული აპლიკაციაა შემოსული.
წელს, 300-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს. ეს იმ პირობებში, როცა ჯგუფში მხოლოდ 15 ადამიანს ვიღებთ, რადგან თითოეული სტუდენტის კვალიფიკაცია, ისევე, როგორც პროგრამის ხარისხი, ჩვენთვის პრიორიტეტულია.
სასიხარულოა ისიც, რომ წელს საშუალება გვქონდა სოციალურად დაუცველ 5 ტალანტს სრულიად უფასოდ ესწავლა მისთვის სასურველ კურსზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით, ხარისხისა და სტუდენტების მოტივაციის გაზრდის მიზნით, ტექნოლოგიური მიმართულებით N1 კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ სრულად დაებრუნებინათ სწავლის გადასახადი – ასეთი უკვე ხუთი კურსდამთავრებული გვყავს და კიდევ უფრო მეტი გვეყოლება მომავალში.
ასევე, განსაკუთრებით გვახარებს ისეთი კურსდამთავრებულების ყოლა, რომლებიც არათუ ერთხელ, არამედ მესამედ და მეოთხედ ირჩევენ COMMSCHOOL.
M: როგორია დასაქმების დინამიკა?
ამ საკითხზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ – COMMSCHOOL-ში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი და მარტო წელს, 25 პარტნიორი კომპანია შეემატა, რომლებიც გვენდობიან და სტაჟირებებსა და ვაკანსიებს სთავაზობენ, ექსკლუზიურად, ჩვენს კურსდამთავრებულებს.
წარმატების ისტორია ძალიან ბევრია – ჩვენი დიზაინის კურსდამთავრებულები, პროგრამის დასრულებისთანავე, სტაჟიერებას ისეთ წამყვან კრეატიულ სააგენტოებში იწყებდნენ, როგორებიცაა Redberry, JWT METRO, Holmes&Watson, Windfors’, 4MEDIA და ასევე, ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა ვაკანსიას თუ ფრილანს პროექტს იღებდნენ. რაც შეეხება ტექნოლოგიურ მიმართულებას – კურსდამთავრებულები დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Epam Georgia, Sweeft Digital, Omedia და სხვა. ამ მხრივ, სიტყვა კი გაგვიგრძელდა, თუმცა გულწრფელად გვიხარია ისიც, რომ დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები არიან ყველგან, მათ შორის, თიბისი დაზღვევაში, PSP-ში, ჯიპიაიში, აჭარაბეთში, REDMED-ში TBC-სა და სხვა წამყვან კომპანიაში.
M: კიდევ, რა ცვლილებებს გამოარჩევდით?
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ COMMSCHOOL-ის გუნდს ხუთი ახალი წევრი შეემატა, რომლებიც სხვადასხვა კუთხით გვეხმარებიან პროცესების წარმატებით მართვაში.
—
სრული სტატია ავტორის საიტზე | Marketer.ge