spot_img
0.8 C
Tbilisi
spot_img
Homeპროფილიბიზნეს პროფილი | GEOვახტანგ ბუცხრიკიძე

ვახტანგ ბუცხრიკიძე

TBC ბანკის გენერალური დირექტორი

თიბისი ბანკს შემოუერთდა 1993 წელს, კრედიტების მართვის დეპარტამენტის უფროს მენეჯერად, ხოლო 1994 წელს ის აირჩიეს დირექტორთა საბჭოს თვმჯდომარის მოადგილედ. 1996 წელს ის გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წლიდან მას უჭირავს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა და ხელმძღვანელობს თიბისის რამდენიმე კომიტეტს.

ვახტანგი, ასევე, არის საქართველოს ბანკების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე. 2011 წლიდან ის არის საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2016 წელს ვახტანგი შეუერთდა ვიზას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ბიზნეს საბჭოს.

კარიერის დასაწყისში, ვახტანგი მუშაობდა უმცროს სპეციალისტად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანაშემწედ 1992-1993 წლებში. 2001 წელს ვახტანგი ჟურნალ „ჯორჯიან ტაიმსმა” დააჯილდოვა „წლის საუკეთესო ბიზნესმენის” წოდებით, 2011 წელს კი მან 2011 წლის საუკეთესო ბანკირის ჯილდო მიიღო GUAM-სგან, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციისგან. გარდა ამისა, ვახტანგი ჟურნალმა EMEA Finance დაასახელა 2014 წლის საუკეთესო გენერალურ დირექტორად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევეროპასა და დსთ-ში. 2001 წელს ვახტანგმა ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მიიღო მართვის ევროპულ სკოლაში (European School of Management), თბილისში. მან 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში მიიღო მესამე დონის კვალიფიკაცია.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები