spot_img
17.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკაინვესტიციებიილონ მასკი Twitter-ის შეძენას კვირის ბოლომდე გეგმავს - მან ბანკებისგან სესხი მოითხოვა...

ილონ მასკი Twitter-ის შეძენას კვირის ბოლომდე გეგმავს – მან ბანკებისგან სესხი მოითხოვა | BM.GE

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე, ილონ მასკი კომპანია Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენას პარასკევისთვის გეგმავს.

მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

13 მილიარდ დოლარი – ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც მასკი ბანკებისგან ვალის სახით აიღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი – Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

ვალის მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე ნაწილდება:

Morgan Stanley – $3.5 მლრდ
Bank of America – $2.7 მლრდ
Barclays – $2.7 მლრდ
MUFG – 2.7 მლრდ
BNP Paribas – $650 მლნ
Mizuho – $475 მლნ
Societe Generale – $275 მლნ

დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანხის მოზიდვაში ილონს მასკს მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც ეხმარება. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟა მასკის გეგმას 500 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

ვრცლად მასკის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ: რეალურად რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას? 

BM.GE

გააზიარე 👇

spot_img
BM.GE
BM.GEhttp://www.bm.ge
Business Media Georgia - წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ, როგორც გადაცემებში, ისე - ონლაინგამოცემაში.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები