spot_img
0.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკასაქართველო6 000 ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს აქვს | BM.GE

6 000 ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს აქვს | BM.GE

2022 წლის აპრილში საქართველოში ხელფასის სახით ანაზღაურება 898,000-მა ადამიანმა აიღო, რაც წინა წელთან შედარებით 27,500 დასაქმებულით, ანუ 3%-ით მეტია. ამ მოქალაქეებზე გაცემულმა ჯამურმა ანაზღაურებამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა ნახევარზე მეტს – 453 ათას პირს 1,200 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, რაც “ხელზე აღებულ” 1000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. 1,200 ლარზე მაღალი ხელფასი კი 445 ათას ადამიანს აქვს, მათ შორის 6,000 ლარზე მაღალი ანაზღაურება 34,400 ადამიანს აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობის 1%, ხოლო დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 4%-ია.

უფრო დეტალურად, მოქალაქეთა შემოსავლების სტატისტიკა იხილეთ გრაფიკზე:

რაც შეეხება ყველაზე მაღალ საშემოსავლო ჯგუფს, თვეში 100,000 ლარზე მაღალი სახელფასო შემოსავალი აპრილში მხოლოდ 233 პირს ჰქონდა.

სტატია სრულად – BM.GE

გააზიარე 👇

spot_img
BM.GEhttp://www.bm.ge
Business Media Georgia - წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ, როგორც გადაცემებში, ისე - ონლაინგამოცემაში.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები