ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკით. 25 წლიანი ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილებით. მუშაობდა სხვადასხვა კერძო ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში.
ზურა მხეიძე არის შპს “არს მაგნას” დამფუძნებელი. 1988 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. აქვს მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის გამოცდილება. არის 3 საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი, 40-მდე კვლევის, სამეცნიერო-საგრანტო პროექტისა და საკონსულტაციო პროგრამის ავტორი და მონაწილე. ამავე დროს, მას აქვს მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება ტრენინგების მართვისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით. წარმატებით ახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამებს.