ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კანიე უესტთან, რომელიც ახლა Ye-ს სახელით არის ცნობილი, მისი ანტისემიტური განცხადებების გამო, ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა შეწყვიტეს თანამშრომლობა, როგორებიცაა Balenciaga, Gap და Adidas.
Forbes-ის შეფასებით, კანიე უესტის $1,5 მილიარდიან ქონებაში, უმეტეს წილს Adidas-თან პარტნიორობა შეადგენდა, ახლა კი მისი ქონება $400 მილიონადაა შეფასებული.
Forbes-ს თქმით, ეს $400 მილიონი, რაც კანიეს ძველი ანგარიშებიდან რჩება, შედგება უძრავი ქონების, ნაღდი ფულის, მუსიკის კატალოგის და იმ 5%-იანი წილისაგან, რომელიც ვესტს ყოფილი მეუღლის, კიმ კარდაშიანის, კომპანია Skims-ში აქვს.
სავარაუდოდ, კანიე თავს ისევ მილიარდერად მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც 2020 წელს Forbes-მა პირველად დაასახელა მილიარდერთა რიცხვში, რეპერმა მათ ჟურნალს შემდეგი შეტყობინება გაუგზავნა:
“მილიარდი კი არა, $3,3 მილიარდია, რომ იცოდეთ, რადგან თქვენთან არავინ იცის თვლა.”
წლევანდელი წლის შეფასებისთვის, კანიემ Forbes-ს გაუგზავნა დოკუმენტები, სადაც აცხადებდა, რომ მარტო Adidas-თან მისი პარტნიორობა $4,3 მილიარდად ფასობდა. მან ასევე სადღაც განაცხადა, რომ მისი ქონება $7 მილიარდს შეადგენდა.