spot_img
11.8 C
Tbilisi
spot_img

გიორგი ისაკაძე

Forbes Georgia-ს თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი [2005 წ.] დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1994-1997 წწ. იყო გაზეთი “ბანკები და ფინანსების” რედაქტორი, ანალიტიკური პროგრამის “საქმე” (საქართველოს ტელევიზიის I არხი) ავტორი და წამყვანი, დოკუმენტური ფილმების სერიის “თბილისის დროით” ავტორი. ასევე, 1999-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ სფეროში რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების რეფერენტი, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს აპარატის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, 2001-2002 წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებში. 2002-2003 წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოს წევრი.

გიორგი იყო “საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის” აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული ბიზნეს საბჭოს კოორდინატორი. 2006 წლიდან არის საინვესტიციო კომპანია “ლოგო”-ს დამფუძნებელი. 2007 წლიდან – შპს “ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის” გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან საერთშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2009 წლიდან შპს “თაჩ მედიას” მმართველი პარტნიორი და ამავე პერიოდიდან ხელმძღვანელობდა შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”.

2009 წლიდან მან დააფუძნა “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. იყო ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემების – “ბიზნეს კონტაქტისა” და “საქმიანი დილის” ავტორი და წამყვანი.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები