Facebook ევროკავშირის მასშტაბით, დამატებით 10,000 ადამიანის დასაქმებას აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აღნიშნული პირები ე.წ „მეტავერსის“ განვითარებაზე იმუშავებენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პოტენციური დასაქმებულები მათი უმაღლესი განათლების დონის და ნიჭიერების ნიშნით შეირჩევიან, რადგან „მეტავერსის” პროექტი სულ მალე Facebook-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება.
BBC-ის ცნობითვე, „მეტავერსი” არის ონლაინ სამყარო, სადაც...
გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით, ლოპოტაზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, – ინფორმაციას თავად "ლოპოტა სპა რეზორტი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადგური 500 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და "ლოპოტა სპა რეზორტის" მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის 20 %-ს მწვანე ენერგიით ანაცვლებს.
"პროექტის შედეგად მკვეთრად მცირდება გარემოს დაზიანება...
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ანტიმიკრობული ხაზის პროდუქტები, რომელთა ზედაპირიც ვერცხლის იონებით არის დაფარული, რის შედეგადაც, ლეპტოპები, მონიტორები თუ გარე აქსესუარები მათ ზედაპირზე მოხვედრილ მიკრობებს ანეიტრალებენ.
Acer TravelMate Spin P4 არის ბიზნეს კლასის ლეპტოპი, რომლის სრული ზედაპირიც,...
მასშტაბური რებრენდინგის ფარგლებში, Facebook-მა კორპორაციული სახელი შეიცვალა და Meta გახდა. თუმცა, მთავარი სიახლე ის არის, რომ საქმიანობის სფეროს აფართოებს და სოციალური ქსელის მიღმა, ვირტუალური რეალობის მიმართულებით აქტიურდება. სწორედ ამას უკავშირდება სახელის ცვლილება. როგორც თავად ამბობენ, “Meta“ უკეთ გადმოსცემს კომპანიის ახლანდელ არსს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება კორპორაციაში...
Glovo ესპანური სტარტაპია, რომელიც დღეს მსოფლიოს 23 ქვეყნის ბაზარზე საქმიანობს. Wolt-ი კი ფინური კომპანიაა, რომელიც ასევე 23 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2015 და 2014 წლებში დაფუძნებული ფირმები საქართველოს ბაზარზე 2018-2019 წლიდან შემოვიდნენ და ქართული მიტანის სერვისის ბაზრის დომინანტებად იქცნენ.
ორივე კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გაასაჯაროვა. მათი...
ანალიტიკური ვებგვერდი Statista წერს, რომ როდესაც მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინვაჭრობის პლატფორმაზეა საუბარი, მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას Amazon-ი და eBay-ი ახსენდება, თუმცა აღნიშნულ ონლაინმაღაზიებს ჩამონათვალში მესამე და მეხუთე ადგილი უკავიათ.
Statista-ს ecommerceDB-ის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დიდ სავაჭრო პლატფორმებს ჩინური Taobao და Tmall-ი წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ...