spot_img
10.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკამსოფლიო

მსოფლიო

ბრიტანეთში ჰუმანოიდი რობოტი “ამეკა” შექმნეს | BM.GE

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი „ამეკა“ შექმნა, რომელსაც მართალია, რეალისტური თმა და კანი არა აქვს, თუმცა სახის გამომეტყველებას ადამიანის მსგავსად იცვლის. მწარმოებელმა ვიდეო, რომელშიც მოწყობილობა საკუთარ შესაძლებლობებს ავლენს, YouTube არხზე გამოაქვეყნა. ვიდეო „ამეკას“ გამოღვიძებით იწყება. თვალების გახელისას მის სახეზე დაბნეულობა და...

$200 000 თქვენი გარეგნობის სანაცვლოდ – Promobot რობოტის შესაქმნელად ადამიანის ვიზუალს გამოიყენებს

ტექნიკური კომპანია Promobot ადამიანის მსგავსი რობოტის ახალი ხაზის გასაშვებად ემზადება — მთავარ პირობას კი მისთვის მეგობრული სახის მინიჭება წარმოადგენს. კომპანიას შეუძლია, ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ წარმოებული სხვადასხვა სახე გამოიყენოს… მაგრამ წარმომადგენლები მაინც რეალური ადამიანების ჩართულობას ამჯობინებენ, რათა სრულიად ინოვაციური პროდუქტი შექმნან. კომპანია მზად არის, 200 000...

ინოვაციური ვაქცინა თაგვებში წარმატებით აჩერებს დაბერების ელემენტებს

ვაქცინამ ნაადრევად დაბერებულ თაგვებსაც გაუხანგრძლივა სიცოცხლე - მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ “ზომბის უჯრედებს”  ხელს უშლის დაბერების გამოწვევაში. თაგვებზე ჩატარებული ადრეული კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ იგი მუშაობს. ტოკიოს Juntendo University-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ დაბერებასთან დაკავშირებული ასაკოვანი უჯრედები შეისწავლა, რომლებიც მკვლევრებისთვის ცნობილია, როგორც “ზომბი უჯრედები”. გუნდის მიზანი...

ჯეკ დორსის თქმით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს

Twitter-ის თანადამფუძნებლისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განცხადებით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის ფასი საერთო ჯამში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეში მისი ღირებულება 30%-ით შემცირდა. ამან თავის მხრივ გავლენა მოახდინა ეთერიუმზე, რომლის ფასმაც 20%-ით...

თურქეთის პრეზიდენტსა და ილონ მასკს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც მხარეებმა ციფრული ეკონომიკისა და ელექტრომანქანების განვითარება, გრძელვადიანი ინვესტიციები და მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აუცილებელი საკითხები განიხილეს. შეხვედრის მსვლელობისას, პრეზიდენტმა მილიარდერს საკომუნიკაციო თანამგზავრის, Turksat 5A-ს შექმნაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტ ერდოღანის...

Hyundai-ს ახალი რობოტი ნებისმიერი ნივთის ტრანსპორტირებაში დაგეხმარებათ

MobED-ის მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ს აღწევს მომავალი წლის CES ღონისძიებისთვის Hyundai-მ წარადგინა Mobile Eccentric Droid (MobED) — ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელიც სხვადასხვა ნივთის სახლში წაღებაში დაგეხმარებათ. კომპანიამ ეს რობოტი რეგულირებადი ბორბლებით და მოქნილი საჭით აღჭურვა. შედეგად, მოწყობილობა ნებისმიერ რთულ მარშრუტსა და არათანაბარ ზედაპირს უმკლავდება. როგორც ცნობილია, MobED სამი ძრავით იკვებება...