spot_img
22.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკა

ეკონომიკა

“ეფეს საქართველო” 2022 წელს აქცენტს ჩინეთის ბაზრის ათვისებაზე გააკეთებს

2022 წელს კომპანია „ეფეს საქართველო“ („ნატახტარი“) ლიმონათის მიმართულებით ექსპორტზე გაძლიერებას გეგმავს. კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის კომპანია გეგმავს აქცენტი ჩინეთის ბაზარზე გააკეთოს, რომელიც ასათვისებელია. „ჩვენი ლიმონათი ჩინეთში გადის, თუმცა, არა იმ რაოდენობით, რომელსაც ვისურვებდით. ასევე გავფართოვდებით ევროკავშირის  და მეზობელ ქვეყნებში,“...

თურქეთის პრეზიდენტსა და ილონ მასკს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც მხარეებმა ციფრული ეკონომიკისა და ელექტრომანქანების განვითარება, გრძელვადიანი ინვესტიციები და მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აუცილებელი საკითხები განიხილეს. შეხვედრის მსვლელობისას, პრეზიდენტმა მილიარდერს საკომუნიკაციო თანამგზავრის, Turksat 5A-ს შექმნაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტ ერდოღანის...

Hyundai-ს ახალი რობოტი ნებისმიერი ნივთის ტრანსპორტირებაში დაგეხმარებათ

MobED-ის მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ს აღწევს მომავალი წლის CES ღონისძიებისთვის Hyundai-მ წარადგინა Mobile Eccentric Droid (MobED) — ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელიც სხვადასხვა ნივთის სახლში წაღებაში დაგეხმარებათ. კომპანიამ ეს რობოტი რეგულირებადი ბორბლებით და მოქნილი საჭით აღჭურვა. შედეგად, მოწყობილობა ნებისმიერ რთულ მარშრუტსა და არათანაბარ ზედაპირს უმკლავდება. როგორც ცნობილია, MobED სამი ძრავით იკვებება...

ნათია თურნავა: ჩვენი სტრატეგიაა ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება

დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმთავრესი რამ - უზრუნველვყავით ბიზნესისთვის მშვიდობიანი, პროგნოზირებადი, სტაბილური გარემო, რასაც ქართული ბიზნესიც...

EBRD-ის ახალი სტრატეგია საქართველოსთვის – რა არის 2022-27 წლების 3 ძირითადი პრიორიტეტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების წინსვლისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად, EBRD-ის ახალი სტრატეგია კი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიით, მის აღდგენასა და შემდგომ განვითარებაში. ევროპის რეკონსტრუქციისა...

მესამე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 1.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 299 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 1.4%-ით (4 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე. პირველი სამი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3%-ით (22 მლნ დოლარით) არის გაზრდილი. იანვარ-სექტემბერში სულ 728...