ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ახალი სტრატეგია დაამტკიცა.
ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების წინსვლისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად, EBRD-ის ახალი სტრატეგია კი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიით, მის აღდგენასა და შემდგომ განვითარებაში.
ევროპის რეკონსტრუქციისა...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 299 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 1.4%-ით (4 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე.
პირველი სამი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3%-ით (22 მლნ დოლარით) არის გაზრდილი. იანვარ-სექტემბერში სულ 728...
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტის გადაამზადების პროგრამას აგრძელებს.
GITA-ს ცნობით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა 7 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე, მათ შორის პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, ვირტუალიზაცია და სხვა. ჯამში 45 მიმართულება.
ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში...
გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით, ლოპოტაზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, – ინფორმაციას თავად "ლოპოტა სპა რეზორტი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადგური 500 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და "ლოპოტა სპა რეზორტის" მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის 20 %-ს მწვანე ენერგიით ანაცვლებს.
"პროექტის შედეგად მკვეთრად მცირდება გარემოს დაზიანება...
ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის თაობაზე კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს. ისრაელის კორპორაციას ხელმძღვანელობდა ENER-T – ის მფლობელი იეჰუდა ჰარაცი.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და...
ბიზნესდაჯილდოების ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები ხუთივე ნომინაციაში გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა, თითოეულ ნომინაციაში 3 ფინალისტია. მაშ ასე, კომპანიები ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:
საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის:
ქარი – ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისის პლატფორმა
ოქტოპუს ფიტნეს კლუბი – კონცეპტუალური ფიტნეს სივრცე
პროფი – საყოფაცხოვრებო სერვისების ერთიანი...