Ad Black Sea 2022 დასრულდა და მონაგარი ქართულ კომპანიებს მშვენიერი აქვთ, 451 ნამუშევარიდან რომელიც სულ 7 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი ქართულმა სააგენტოებმა 11 კატეგორიაში ჯამში 21 ჯილდო მიიღეს.
ფესტივალის გრან პრი JWT Metro-მ მოიპოვა, საუკეთესო ადგილობრივ სააგენტოდ Windfor’s დასახელდა, საუკეთესო Network-ის ტიტული – JWT Metro-მ მოიპოვა. ფესტივალზე გამოავლინეს საუკეთესო ადგილობრივი დამკვეთიც – ჯილდოს მფლობელი საქართველოს ბანკი გახდა. ამას გარდა, შორთლისთში ქართული ნამუშევრები 15 ქვეკატეგორიაში მოხვდნენ.