spot_img
17.8 C
Tbilisi
spot_img
Homeკარიერიაინსპირაციაროგორ ავაწყოთ კონტენტ-კალენდარი?

როგორ ავაწყოთ კონტენტ-კალენდარი?

კონტენტ კალენდრის შექმნა ბევრად უფრო რთული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ცარიელი Excel-ის ცარიელი ცხრილის გახსნაც კი შეიძლება დამღლელი იყოს. საბედნიეროდ, ხანდახან ყველაფერი, რაც სწორ გზაზე დასადგომად გჭირდებათ, სწრაფი ინსტრუქციები და ეფექტური შაბლონია. ამ პოსტში ჩვენ გთავაზობთ გიდს, კონტენტ კალენდრის შესაქმნელად.

მაინც, რას გულისხმობს კონტენტ კალენდარი? ჩვენ განვსაზღვრავთ კონტენტ კალენდარს, როგორც გასაზიარებელ ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც გუნდებს შეუძლიათ აქტივობის დასაგეგმად შეუძლიათ. ის საშუალებას გაძლევთ წარმოიდგინოთ, თუ როგორ ნაწილდება თქვენი კონტენტი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მას რამდენიმე უპირატესობა აქვს.

მოიპოვეთ განყოფილების შიდა და განყოფილებათაშორისი ინფორმაცია: აცნობეთ ყველას, თუ რა, როდის და სად ქვეყნდება, რათა არ მოხდეს მოულოდნელი შემთხვევა, რასაც ძალისხმევის გაორმაგება ახლავს ხოლმე.

იქონიეთ კონტენტის საერთო ხედვა, თუ როგორ განაწილდება თქვენი კონტენტი მთელი წლის განმავლობაში.

განსაზღვრეთ კონტენტის ეტაპები: დაგეგმეთ კონტენტი ძირითადი მოვლენების ან მნიშვნელოვანი თარიღების გარშემო.

დარწმუნდით, რომ კონტენტი მზად არის დროულად გამოსაქვეყნებლად.

თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საოცარი ახალი იდეები და შემოქმედებითობა გვეხმარება, მაგრამ მხოლოდ მათზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, რადგან საკმაოდ არათანმიმდევრული და არასანდოა. ამის ნაცვლად, ყველა უნდა იყოს ერთსა და იმავე ტალღაზე, თუ რა კონტენტი იქმნება, სად და როდის ქვეყნდება. ეს უნდა გაკეთდეს რეგულარულად, მუდმივად.

კონტენტის კალენდრის წარმატების გასაღები

მიუხედავად იმისა, კონტენტს ყოველკვირეულად გეგმავთ, ყოველთვიურად თუ კვარტალურად, კონტენტ კალენდრის წარმატების რამდენიმე უნივერსალური გასაღები არსებობს:

გახსოვდეთ: კონტენტ კალენდარი არის ცოცხალი დოკუმენტი. ის უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ამას თქვენი კონტენტი საჭიროებს.

არ არსებობს ერთი სწორი გზა თქვენი კონტენტ კალენდრისთვის: არსებობს მილიონი განსხვავებული მეთოდი, შაბლონი და მიდგომა.

შექმენით კონტენტის საცავი: ნუ ჩაეჭიდებით იდეებს, რომელთა განხორციელებასაც დაუყოვნებლივ ვერ შეძლებთ და ნუ ჩაეხსნებით იდეებს იმ აზრით, რომ ვერასდროს შეძლებთ ამის გაკეთებას. ამის ნაცვლად, შექმენით შინაარსის იდეების საცავი, რომელსაც შეძლებთ შეხვიდეთ საჭიროების შემთხვევაში.

დაიწყეთ თქვენი არსებული კონტენტის ან რესურსის გადახედვით, რათა ნახოთ, რას შეგიძლიათ მოუძებნოთ ხელახალი დანიშნულება და მოარგოთ არსებულ ამოცანას.

გადააკეთეთ სლაიდები ვიდეოებად ან ბლოგ-პოსტებად.

გამოიყენეთ თქვენი საკუთარი მონაცემები ან კვლევა ინფოგრაფიკის ან სიახლეების წარსადგენად.

ვიდეო/აუდიო კონტენტისთვის თქვენი კოლეგების გამოცდილება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

White Paper ან რეპორტი: დაყავით დიდი კონტენტი ნაწილებას, ბლოგ პოსტების სერიად ან სოციალურ საკითხებში. ეს კონტენტის ატომიზაციაა.

სტატია სრულად – Marketer.ge

გააზიარე 👇

spot_img
Marketer.gehttps://www.marketer.ge/
Marketer.ge ამბიციური მულტიმედიური პროექტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სფეროებზე, ბიზნესისა და მარკეტინგის ჭრილში გიყვებათ. 2013 წლიდან, „მარკეტერი” ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მართავს. 2019 წლიდან, ბიზნესსა და მენეჯმენტზე პირველ ქართულ პოდკასტს უძღვება.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები