spot_img
22.8 C
Tbilisi
spot_img

ოპრა უინფრი

ოპრა უინფრი დღეს ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი ქალია, პირველი შავკანიანი მილიარდერი ქალი კაცობრიობის ისტორიაში და ნათელი მაგალითი ადამიანისა, რომელმაც იმპერია ნულიდან შექმნა.

ოპრა უინფრის ბიოგრაფია

ოპრა უინფრის შოუ ამერიკულ ტელევიზიაში მრავალ წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ტელეპროგრამა იყო. დღეს მისი ქონება 2,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რითაც ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიოს შოუბიზნესში.

ოპრა უინფრი დაიბადა 1954 წელს მისისიპის ქალაქ კოსტიუშკოში, ბაპტისტთა ოჯახში. მისი მშობლები დაქორწინებული არ იყვნენ. დედამისი მოახლე იყო, მამა – მაღაროელი.

ბავშვობის წლები ოპრამ ბებიასთან გაატარა, სოფელში, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. იქვე გაითქვა სახელი, როგორც კარგმა ორატორმა. ბიბლიის თავების კარგი მოყოლის გამო „მქადაგებელსაც“ კი უწოდებდნენ.

როგორც მოგვიანებით ჰყვებოდა, ბავშვობაში ძმებმა, ბიძებმა და მათმა მეგობრებმა არაერთხელ სცადეს მასზე ძალადობა. 13 წლისამ მოახერხა და სახლიდან გაიქცა. 14 წლისა დაორსულდა, თუმცა, ბავშვი დაბდებისთანავე გარდაიცვალა. განაწყენებულმა დედამ ოპრა ნეშვილში გაგზავნა მამასთან. სწორედ მამამ მოჰკიდა მკაცრი ხელი ოპრას, იზრუნა მის განათლებაზე და ტენესის  შტატის უნივერსიტეტში ჩარიცხვაშიც დაეხმარა. 18 წლის ოპრამ უინერსიტეტშივე გაიმარჯვა თეატრალიზებულ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მხოლოდ შავკანიანი გოგონები მონაწილეობდნენ.

სწავლის პარალელურად მუშაობდა. ადგილობრივ ტელეარხზე რეპორტიორობდა და ნეშვილის ტელევიზიაში პირველი შავკანიანი რეპორტიორი იყო. მოგვიანებით სხვა ტელევიზიებში გადაინაცვლა. 1986 წელს კი შექმნა საკუთარი პროგრამა „ოპრა უინფრის შოუ“, რომელმაც არა მხოლოდ სახელი გაუთქვა, არამედ ძალიან მდიდარ და გავლენიან ქალად აქცია.

2011 წელს ოპრამ ტელეარხიც გახსნა და მომავალში საკუთარი შოუს წაყვანას აპირებს.

თუ გსურს გაეცნო, ვინ არიან ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, ინვესტორები, სტარტაპერები და ანტრეპრენერები, გაინტერესებს რა ბიზნესებს ფლობენ და აწარმოებენ დღეს სელებრითები – გაიგე მეტი 15 წამში.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები