Balenciaga-ს ახალი მოდელი, სახელწოდებით “Paris Sneaker” ისეთი დახეული და დაცვეთილი ვიზუალით არის წარმოდგენილი, რომ ნამდვილად მიწიდან ამოთხრილს ჰგავს. ახალი მოდელი, ერთი შეხედვით კლასიკურ Converse Chuck Taylor-ს მოგვაგონებს.
Paris Sneaker წარმოდგენილია შავ, თეთრ და წითელ ფერებში. მოდელი ლიმიტირებული წარმოებით, მხოლოდ 100 ერთეულით წარსდგა ბაზარზე და Balensiagas.com-ზე უკვე ხელმისაწვდომია.
Balenciaga-ს მარკეტინგული გამართლებაც აქვს, მის ახალ მოდელზე. მარკეტინგის გუნდში განმარტავენ, რომ Paris sneaker “გამიზნულია მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩასაცმელად” და ის უარესად აღარ დაძველდება.