მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და Twitter-ის დირექტორთა საბჭოს შორის შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ილონ მასკი გახდება. მასკი კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 54.20 დოლარს გადაიხადის, რაც საერთო ჯამში 44 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Twitter-ის დირექტორთა საბჭო, ილონ მასკის შეთავაზებას, უკვე დათანხმდა.
რამდენიმე კვირის წინ, მილიარდერმა გააკეთა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც მისი შეთავაზება 43.4 მილიარდ დოლარას შეადგენდა, თუმა Twitter-ის დირექტორტა საბჭოს წევრები, მის შეთავაზებას არ დათანხმდნენ.
მასკი აცხადებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებისთვის Twitter-ის “ექსტრაორდინარული შესაძლებლობები” ხელმისაწვდომი გახადოს. Forbes-ის მონაცემებით, ილონ მასკი ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 273.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.