spot_img
10.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკაინვესტიციებიილონ მასკს Twitter-ის ყიდვა 43.4 მილიარდ დოლარად სურს

ილონ მასკს Twitter-ის ყიდვა 43.4 მილიარდ დოლარად სურს

Twitter-ისა და ილონ მასკის ისტორია სოციალური ქსელის წილის ყიდვით არ დასრულებულა. Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ახლა Twitter-ის ასივე პროცენტის შეძენას გეგმავს — თითო აქციისთვის 54.20 დოლარს გადაიხდის, რაც ჯამურად 43.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Twitter-ში ინვესტიცია ჩავდე, რადგან მჯერა, რომ მას სიტყვის თავისუფლების პლატფორმად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს, რაც, თავის მხრივ, მოქმედი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ვხვდები, რომ ამჟამინდელი ფორმით ეს ვერ მოხდება და იგი კერძო კომპანიად უნდა გადაიქცეს, — აცხადებს ილონ მასკი.

მისივე განცხადებით, ეს შეთავაზება საუკეთესო და საბოლოოა, ხოლო თუ Twitter ამას არ დათანხმდება, იგი კომპანიის აქციონერის სტატუსის გადახედვას დაიწყებს. მანამდე კი კომპანიის 9.2%-იანი წილის შეძენით ილონ მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა. მას Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრობაც შესთავაზეს, თუმცა რადგან ეს სტატუსი მასკს კომპანიის 14.6 პროცენტზე მეტის ფლობის უფლებას აღარ მისცემდა, მან უარი განაცხადა.

სტატია სრულად – Marketer.ge 

გააზიარე 👇

spot_img
Marketer.ge
Marketer.gehttps://www.marketer.ge/
Marketer.ge ამბიციური მულტიმედიური პროექტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სფეროებზე, ბიზნესისა და მარკეტინგის ჭრილში გიყვებათ. 2013 წლიდან, „მარკეტერი” ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მართავს. 2019 წლიდან, ბიზნესსა და მენეჯმენტზე პირველ ქართულ პოდკასტს უძღვება.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები