spot_img
8.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკასაქართველოსაქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი დღეს გადაეცა.

პროცესი საქართველოში გაგრძელდება, სხვადასხვა სტრუქტურებმა ერთად უნდა იმუშაონ და პასუხი გასცენ კითხვებს, რის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს მოსაზრებას და გადასცემს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს, ევროპულ საბჭოს. სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე განიხილავენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. კითხვარის ძირითადი საკითხებია პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა.

კითხვარის გადმოცემას ევროინტეგრაციის გზაზე ახალი იმპულსი უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

“საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ჩვენ ახლავე ვიწყებთ მუშაობას ამ კითხვარზე. დიდი მადლობა და მოუთმელნად ველით საქართველომ ამ გზაზე წარმატებით გაიაროს”, – ამბობს დარჩიაშვილი.

საქართველომ, ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე, ოფიციალური განაცხადით ა/წ 3 მარტს მიმართა.

საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები