spot_img
8.8 C
Tbilisi
spot_img

ნუცა აბრამიშვილი

ნუცა აბრამიშვილი კომპანია Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორია. მან ბაკალავრის დიპლომი გერმანული ენის სპეციალობით მიიღო, მერე კი ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. წარმატებით გაიარა ბიზნესისა და ფინანსების მენეჯმენტის კვალიფიკაცია და leadership-ის პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში.

პირველი სამუშაო გამოცდილება, ნუცამ, საჯარო სექტორში შეიძინა. მუშაობდა მარკეტინგის, ქალაქის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის, ტურიზმის და საინვესტიციო პროექტების მართვის სფეროში. 2012 წელს კი, კომპანიის Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორი გახდა. არის საქართველოს საერთაშორისო სამრეწველო პალატის ბორდის წევრი და ტურიზმის კომიტეტის თავჯდომარე.

კითხვაზე, თუ რომელია საქმე, პროექტი, რომლითაც ამაყობთ? – ნუცა პასუხობს: “შუხმან ვაინსში” მუშაობით ვამაყობ, ვაკეთებთ ეროვნულ საქმეს, შეგვაქვს წვლილი ქართულ მეღვინეობაში. ეს ფანტასტიკური სტიმულია. ასევე მეამაყება ჩემი უშუალო საავტორო პროექტები, როგორებიცაა “შუხმან თრეველი” – შემომყვანი ტურისტული კომპანია, “შუხმან ვაინ ბარი” – გასტრონომიული პროექტი, რომლის ქსელის შექმნაზე ვმუშაობთ, ღვინის სპა, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება და არაჩვეულებრივი “ველნესცენტრი” იქნება კახეთის რეგიონში, უკვე ვამაყობ ქსელური პროექტის პერსპექტივით – ყურძნის წიპწის ზეთი უნიკალური პროდუქტია, რომელიც როგორც გასტრონომიაში, ასევე “ველნეს” მიმართულებით არის საინტერესო და უნიკალური. ვამაყობ ჩემი უძლიერესი გუნდით, რომელიც თითქმის ჩემი ფორმირებულია.”

ნუცა არის Shark-ინვესტორი, პროექტში – Shark Tank Georgia.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
წინა სტატია
შემდეგი სტატია
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები