პავლე მგელაძემ 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ის პირველი ქართველია, რომელიც Amazon.com-ში მაღალ ბიზნესპოზიციაზე, კერძოდ – რევერსული ლოჯისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა. პავლემ, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის Emory-ს უნივერსიტეტში მიიღო.
2021 წელს პავლე საქართველოში დაბრუნდა და დააფუძნა კომპანია “რე-ინვენთი“, რომელიც ორიენტირებულია პროგრამულ უზრუნველყოფის წარმოების, კიბერუსაფრთხოების, NFT-ის და Crypto ინდუსტრიის საქართველოში განვითარების მიმართულებით.
პავლე იყო ბიზნეს დაჯილდოება 2021-ის ჟიურის წევრი და აფასებდა ახალ კომპანიებს, როგორც “საუკეთესო ინოვაციური სტარტაპს”. მისი თქმით, ახალი კომპანიებისთვის (და არა მხოლოდ) – “პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ პრობლემის აქტუალობის დადგენა, რომლის მოგვარებასაც ცდილობს ესა თუ ის ბიზნესი. შემდეგ ეტაპზე იმის დადგენა, თუ რამდენად სწორი პროდუქტები და სერვისები აქვთ შექმნილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როგორ გამოცდილებას სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს. მათი შექმნილი გამოცდილება, კარგად ასახავს გუნდის პროფესიონალიზმსა და მონდომების ხარისხს. შემდეგი ეტაპი უკვე მასშტაბირების პრობლემაა – ყველა წარმატებულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს ცხადი ხედვა, თუ როგორ აპირებენ თავიანთი პროდუქტებისა თუ სერვისების მასშტაბირებას.”
პავლე არის Shark-ინვესტორი, პროექტში – Shark Tank Georgia.