დაჩი ჭოლაძე Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც Silicon Valley-ის Angel-ინვესტორებისა და VC ფონდებისგან $1.2 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა 2019 წელს.
ინვესტიციის მოზიდვის პირველი რაუნდიდან უმოკლეს დროში კი Pulsar AI ავტომობილების ციფრული გაყიდვების გლობალურმა კომპანია SpinCar-მა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად შეისყიდა. სტარტაპი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევებზე და ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. Pulsar AI-მ ამერიკულ ბაზარზე ნახევარ წელიწადში ავტომობილების 70-ზე მეტი დილერი კომპანია დააინტერესა და ყველა მათგანი ახლა ქართველი ინოვატორების სერვისის მომხმარებელია. ეს რიცხვი კი SpinCar-თან ერთად სწრაფად იზრდება და პულსარის პროდუქტმა ამერიკის ავტოინდუსტრიაში წარმატებით დაიმკვიდრა თავი.
2021 წლის 11 მარტს, ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია — SpinCar ავრცელებს ინფორმაციას ქართული სტარტაპის — Pulsar AI-ის შესყიდვის შესახებ. ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული სტარტაპებისათვის, რადგან Pulsar AI ხდება პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit”-ით. უმოკლეს დროში, პულსარის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს მიაღწია და ქართული სტარტაპი უკვე SpinCar-თან ერთად განაგრძობს სვლას მილიარდიანი ღირებულებისაკენ.
დაჩი არის Shark-ინვესტორი, პროექტში – Shark Tank Georgia.