spot_img
-1.2 C
Tbilisi
spot_img
Homeკარიერიაგანათლება"ეფეს საქართველო": საბაზო განათლების მქონე კადრებს კარიერულად თავადვე ვზრდით

“ეფეს საქართველო”: საბაზო განათლების მქონე კადრებს კარიერულად თავადვე ვზრდით

„ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ ბაზარზე პროფესიონალი კადრის დეფიციტია, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ კომპანიამ თავად მიიღო კადრის გაზრდის გადაწყევტილება.

გვაქვს სტაჟირების პროგრამა, რომლის შედეგადაც საბაზო განათლების მქონე კანდიდატებს ვარჩევთ და კომპანიაშივე კარიერულად ვზრდით. ეს არის მიდგომა, რომელსაც საქართველოში ბოლო 15 წელია ვახორციელებთ. ჩვენთან როგორც წესი ახალი კადრები კარიერულად იზრდებიან. ეს მიდგომა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი კადრების მიღების თვალსაზრისით ბაზარზე არ ვართ დამოკიდებული. აქედან გამომდინარე,  ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან,  თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტთან, სან დიეგოს უნივერსისტეტთან,“ – აცხადებს ხუნძაკიშვილი.

მისივე განმარტებით, კომპანია „ეფექს საქართველო“ კადრების გადამზადებაში საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.მეტის ნახვა

გააზიარე 👇

spot_img
Business Partner
Business Partnerhttp://www.business-partner.ge
გადამოწმებული და ობიექტური ანალიზი ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები