spot_img
10.8 C
Tbilisi
spot_img
HomeმენეჯმენტიHRეჯაილი აქ და ახლა - ინგა ყელაურაძე საქმიან დილაში | BM.GE

ეჯაილი აქ და ახლა – ინგა ყელაურაძე საქმიან დილაში | BM.GE

პანდემიურ რეალობაში ბიზნესების მოკითხვის პარალურად გამოჩნდა ისეთი დიდი კომპანიები, რომელთა დასაქმებულთა მოცულობაც 5, 6, 7 ათას ადამიანს აჭარბებს, გადაწყობილ სისტემაში ეჯაილის სისტემით მუშაობის უნარებს ყველაზე კარგად ადაპტაციის უნარებს ავლენდნენ. ორი წლის წინ ჩვენს რეალობაში ვინმესთვის რომ გეკითხათ რას ნიშნავს ეჯაილი, პასუხი თუნდაც ზედაპირული რთულად საპოვნელი იყო. არადა ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს გამოიყენო ის ყველა ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც კომპანიაში არის აქ და ახლა. ამ მეთოდით მუშაობისას, საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლები, რომლებიც ერთი და იგივე ამოცანაზე ფოკუსირდებიან. თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს დაიწყო და ახლა, ერთი წლის თავზე ამ პრინციპით სათავო ოფისის ძირითადი ნაწილი და სრულად IT მიმართულება მუშაობს. ერთი წელი ეჯაილ სისტემის ამუშავებიდან, გამოცდილება და ბენეფიტები ისეთი საგამოცდო პერიოდისას როგორიც პანდემია იყო ცხადია კიდევ უფრო საინტერესოა.

სტუმარი: ინგა ყელაურაძე – თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერი

სტატიის ბმული

გააზიარე 👇

spot_img
BM.GE
BM.GEhttp://www.bm.ge
Business Media Georgia - წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ, როგორც გადაცემებში, ისე - ონლაინგამოცემაში.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები