spot_img
8.8 C
Tbilisi
spot_img
HomeმენეჯმენტიHRროგორია ეჯაილი დისტანციური მუშაობისას? – საქართველოს ბანკის გამოცდილება

როგორია ეჯაილი დისტანციური მუშაობისას? – საქართველოს ბანკის გამოცდილება

ბოლო წლებში, ქართული კომპანიების ორგანიზაციულ მართვაში ახალი ტერმინი “ეჯაილი” გამოჩნდა. მიდგომა, რომელიც გუნდურობაზე, ნდობასა და უწყვეტ განვითარებაზეა დაფუძნებული, მართვის სხვა მეთოდებზე ეფექტურად მიიჩნევა – კვლევების მიხედვით, ეჯაილი თანამშრომლის პროდუქტიულობასა და მის კმაყოფილებას მნიშვნელოვნად ზრდის. ეჯაილ მოდელის შემთხვევაში, გუნდი შედგება სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტისგან, რომლებიც ერთობლივი მუშაობით ახერხებენ ეფექტურ გადაწყვეტილებებამდე მისვლას და ყველას ეძლევა საშუალება, აკეთოს საქმე, რომელიც ნამდვილად მოსწონს. მათი ჩართულობის გააქტიურებასთან ერთად, მატულობს მომხმარებლების კმაყოფილება და კომპანიასაც შესაძლებლობა ეძლევა, სამიზნე აუდიტორიას უფრო ღირებული და მასზე მორგებული პროდუქტი შესთავაზოს. მკვლევარების შეფასებით, ეჯაილ მეთოდოლოგია ორგანიზაციას ახალი ღირებულებების, პრინციპების, გამოცდილებისა და სარგებლობის მიღებაში ეხმარება და დირექტივასა და კონტროლს შეჩვეული მენეჯმენტის კონტრასტული ალტერნატივაა.

ეჯაილ მოდელზე გადასვლა საქართველოს ბანკმა 2018 წელს დაიწყო. იმავე წლის ბოლოსთვის, ეჯაილ მოდელით მუშაობას შეუდგნენ ციფრული არხების გუნდები, ხოლო მათ ეტაპობრივად შეუერთდნენ პროდუქტის განვითარების, ტექნოლოგიური და სხვა მიმართულების გუნდებიც. საერთო ჯამში, ეჯაილ პრინციპით, საქართველოს ბანკის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც 40 გუნდად არიან განაწილებულები.

ეჯაილი დისტანციურ ფორმატში

პანდემიის გამოცხადებისის შემდეგ, მსოფლიო ტრენდს საქართველოს ბანკიც შეუერთდა და მუშაობის დისტანციურ სტილზე გადაინაცვლა. გუნდი ამისთვის წინასწარ იყო მომზადებული, როგორც თავად ამბობენ, ეჯაილის მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა ნაწილი მანამდეც მუშაობდა დისტანციურად, ამდენად, ტექნიკური გამოცდილება ამ კუთხით არსებობდა.

“დისტანცურ გარემოში მნიშნელოვანი იყო ყველა იმ ტიპის შეხვედრის ონლაინში გადმოტანა რაც მანამდე  გვქონდა. ამიტომაც დაგვჭირდა ახალი ხელსაწყოებისა და პრაქტიკის გამოყენება, ვიდეოზარების თუ კოლაბორაციის პლატფორმების სახით; გუნდები დღეში რამდენჯერმე სინქრონიზდებიან, რათა შემართება არ დაიკარგოს და ჩართულად იგრძნონ თავი. გარკვეული დრო დაგვჭირდა დისტანციურად გადასვლის შემდეგ იმისთვის, რომ ვიზუალური და დისტანციური ფასილიტაციის ტექნიკები აგვეთვისებინა. ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდები წარმატებით ახერხებენ ეფექტური შეხვედრების და პროდუქტის განვითარების პროცესების წარმართვას,” – ამბობენ საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.

გუნდური კომუნიკაცია დისტანციურ პირობებში

დისტანციურ სამუშაო მექანიზმზე გადაეწყო როგორც ეჯაილ გუნდი, ასევე მთელი ბანკი. საკომუნიკაციოდ აქტიურად გამოიყენება პლატფორმები Zoom, Slack და Workplace. რეგულარულად ტარდება ონლაინ შეხვედრები, რაც გუნდის წევრებს ერთმანეთის შედეგების გაცნობის, ამოცანების მიმოცვლის, მნიშვნელოვანი საკითხების, ინიციატივებისა და იდეებისა და სამომავლო პრიორიტეტების განხილვის საშუალებას აძლევს.

ციფრული პლატფორმები გამოიყენება თანამშრომლების გადამზადებისთვისაც. საქართველოს ბანკის გუნდის წევრებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებში, ტრენინგებში და ისარგებლონ ონლაინ ბიბლიოთეკით.

ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმები მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შეხვედრებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, ისეთის, როგორიც კვარტალური დაგეგმვაა. უახლოეს მომავალში, ბიზნესის კვარტალური მიმოხილვის ონლაინ შეხვედრა QBR ჩატარდება, რომელიც შედეგებისა და გარემოების ანალიზს, პროდუქტიულობის ზრდას, მომხმარებლებთან ურთიერთობის ახლებურ ხედვას, მიღწევადი და გაზომვადი მიზნების მარტივად, სწრაფად  და ხარისხიანად მიღწევის განხილვას დაეთმობა.

გუნდის დისტანციურად მოტივაცია

საინტერესოა, რომ ონლაინ კომუნიკაციის პირობებშიც კი, თანამშრომლებზე ზრუნვას ყურადღება კვლავაც ეთმობა. დისტანციურად მუშაობა, პანდემიის პირობებში, გუნდის ყოველი წევრისთვის გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, თანამშრომლები ერთობლივად ზრუნავენ, რომ საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო. სახლში ყოფნის პერიოდში, ონლაინ სივრცეში მთელ რიგ აქტივობებს მოუყარეს თავი, მაგალითად, აქვთ ფილმის კლუბი, წიგნის კლუბი, კულინარიული კომუნა, იოგას მასტერკლასები და სხვა.

“მიუხედავად იმისა, რომ სტრესული გარემოა, ეჯაილ გუნდის თანამშრომლები თავად ვზრუნავთ ერთობლივად იმაზე, რომ საინტერესოდ და სასიამოვნოდ გავატაროთ, თუნდაც, არასამუშაო საათები. ეს გვიქმნის ერთიანობისა და გუნდურობის შეგრძნებას, გვიმაღლებს განწყობას და გვაძლევს ხალისს; ვქმნით ონლაინ სწავლების სისტემას, რომელიც ბანკის მასშტაბით ონლაინ სწავლების შესაძლებლობას მოგვცემს, ასევე, მას გამოვიყენებთ იმის შემდეგ, რაც დავუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო გარემოს; აღნიშნული სისტემა საშუალებას მოგვცემს გავავრცელოთ ბანკის ყველა თანამშრომელზე… მეტის ნახვა

გააზიარე 👇

spot_img
Marketer.ge
Marketer.gehttps://www.marketer.ge/
Marketer.ge ამბიციური მულტიმედიური პროექტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სფეროებზე, ბიზნესისა და მარკეტინგის ჭრილში გიყვებათ. 2013 წლიდან, „მარკეტერი” ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მართავს. 2019 წლიდან, ბიზნესსა და მენეჯმენტზე პირველ ქართულ პოდკასტს უძღვება.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები