spot_img
19.8 C
Tbilisi
spot_img
HomeბიზნესიE&Q CommerceGlovo VS Wolt - რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ კონკურენტებს საქართველოში? | BM.GE

Glovo VS Wolt – რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ კონკურენტებს საქართველოში? | BM.GE

Glovo ესპანური სტარტაპია, რომელიც დღეს მსოფლიოს 23 ქვეყნის ბაზარზე საქმიანობს. Wolt-ი კი ფინური კომპანიაა, რომელიც ასევე 23 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2015 და 2014 წლებში დაფუძნებული ფირმები საქართველოს ბაზარზე 2018-2019 წლიდან შემოვიდნენ და ქართული მიტანის სერვისის ბაზრის დომინანტებად იქცნენ.

ორივე კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გაასაჯაროვა. მათი მიხედვით, ბაზრის #1 მოთამაშე არის Glovo, რომელსაც გასულ წელს 20.64 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. მეორე ადგილზეა Wolt-ი, რომელმაც 2020 წელს 15.37 მილიონი ლარი გამოიმუშავა.

ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ ამ კომპანიების გავლით მომხმარებლებმა 100 მილიონზე მეტი ღირებულების პროდუქტები გამოიძახეს, საიდანაც Glovo-მ და Wolt-მა საკუთარი მომსახურების საფასურად 36 მილიონ ლარზე მეტი საკომისიო მიიღეს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, Glovo-ს ქართულმა შვილობილმა 2020 წელი 8.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, Wolt Georgia-ს კი 0.4 მილიონის წმინდა მოგება ჰქონდა.

სტატიის ბმული

გააზიარე 👇

spot_img
BM.GE
BM.GEhttp://www.bm.ge
Business Media Georgia - წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ, როგორც გადაცემებში, ისე - ონლაინგამოცემაში.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები