spot_img
10.8 C
Tbilisi
spot_img
Homeბიზნესიმედია & კომუნიკაციაInstagram-ი მომხმარებელს აცნობებს, როდის უნდა დაისვენონ აპლიკაციისგან | BM.GE

Instagram-ი მომხმარებელს აცნობებს, როდის უნდა დაისვენონ აპლიკაციისგან | BM.GE

Instagram-ი მომხმარებლისთვის ახალ ფუნქციას აანონსებს: აპლიკაცია აქტიურ ანგარიშებს აცნობებს, როდის უნდა დაისვენონ მისი გამოყენებისგან. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ სიახლით კომპანია მიზნად ისახავს მომხმარებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც ორიოდე თვის წინ Instagram-ის თინეიჯერი მომხმარებლისთვის პრობლემად სახელდებოდა.

ახალ ფუნქციას Take a Break ჰქვია, რომელიც მომხმარებლებს მოუწოდებს, აპლიკაციის გარეშე გარკვეული დრო გაატარონ. საწყის ეტაპზე სიახლით სარგებლობას აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში შეძლებენ, სულ რამდენიმე თვეში კი ის ხელმისაწვდომი Instagram-ის ყველა მომხმარებლისთვის გახდება.

მომხმარებლებს სულ მალე ასევე შეეძლებათ, აპლიკაციის გათიშვის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართონ, რომელიც ყოველ 10, 20 ან 30 წუთში ერთხელ მათ დასვენებას ურჩევს.

სტატიის ბმული 

გააზიარე 👇

spot_img
BM.GE
BM.GEhttp://www.bm.ge
Business Media Georgia - წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ, როგორც გადაცემებში, ისე - ონლაინგამოცემაში.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები