spot_img
-1.2 C
Tbilisi
spot_img
Homeტექნოლოგიებიინოვაციებიჰუმანოიდი რობოტი Atlas პარკურის მოძრაობებს ასრულებს

ჰუმანოიდი რობოტი Atlas პარკურის მოძრაობებს ასრულებს

Boston Dynamics-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კომპანიის მიერ შექმნილ ჰუმანოიდ რობოტ Atlas-ს ახალი შესაძლებლობები აქვს. ის ტანმოვარჯიშის მსგავს მანევრებს ასრულებს. მათ შორის, დგება ხელებზე, ასრულებს ბრუნებს და 360 გრადუსიან ნახტომებს ჰაერში. აქამდე, „ატლასი“ სირბილს, წინაღობების დაძლევას და ვიწრო გადასასვლელზე წონასწორობის დაცვას ახერხებდა. დღეს ის პარკურისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს თავისუფლად ართმევს თავს.

Atlas იყენებს მთლიან სხეულს დინამიური მანევრების შესასრულებლად. ოპტიმიზაციის მეშვეობით, ალგორითმი თითოეული მანევრის აღწერას მოძრაობად აქცევს. მოძრაობის კონტროლი კი Model Predictive Controller-ის მეშვეობით ხდება.

სტატიის ავტორი – Marketer.ge

გააზიარე 👇

spot_img
Marketer.ge
Marketer.gehttps://www.marketer.ge/
Marketer.ge ამბიციური მულტიმედიური პროექტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სფეროებზე, ბიზნესისა და მარკეტინგის ჭრილში გიყვებათ. 2013 წლიდან, „მარკეტერი” ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მართავს. 2019 წლიდან, ბიზნესსა და მენეჯმენტზე პირველ ქართულ პოდკასტს უძღვება.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები