spot_img
8.8 C
Tbilisi
spot_img
Homeტექნოლოგიებიინოვაციებიბრიტანეთში ჰუმანოიდი რობოტი "ამეკა" შექმნეს | BM.GE

ბრიტანეთში ჰუმანოიდი რობოტი “ამეკა” შექმნეს | BM.GE

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი „ამეკა“ შექმნა, რომელსაც მართალია, რეალისტური თმა და კანი არა აქვს, თუმცა სახის გამომეტყველებას ადამიანის მსგავსად იცვლის. მწარმოებელმა ვიდეო, რომელშიც მოწყობილობა საკუთარ შესაძლებლობებს ავლენს, YouTube არხზე გამოაქვეყნა. ვიდეო „ამეკას“ გამოღვიძებით იწყება. თვალების გახელისას მის სახეზე დაბნეულობა და იმედგაცრუება იკითხება. მას შემდეგ, რაც ჰუმანოიდი რობოტი საკუთარ ხელებს დახედავს, ის პირს აღებს, წარბებს მაღლა სწევს და ამ გზით გაოცებას გამოხატავს. მომდევნო ჯერზე „ამეკა“ მოულოდნელობით გამოწვეულ სახის გამომეტყველებას იღებს, ვიდეოს ბოლო მონაკვეთში კი კამერას, შესაბამისად მაყურებელს უღიმის.

სტატიის ბმული

 

გააზიარე 👇

spot_img
BM.GE
BM.GEhttp://www.bm.ge
Business Media Georgia - წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ, როგორც გადაცემებში, ისე - ონლაინგამოცემაში.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები