spot_img
10.8 C
Tbilisi
spot_img
Homeტექნოლოგიებიინოვაციები$200 000 თქვენი გარეგნობის სანაცვლოდ - Promobot რობოტის შესაქმნელად ადამიანის ვიზუალს გამოიყენებს

$200 000 თქვენი გარეგნობის სანაცვლოდ – Promobot რობოტის შესაქმნელად ადამიანის ვიზუალს გამოიყენებს

ტექნიკური კომპანია Promobot ადამიანის მსგავსი რობოტის ახალი ხაზის გასაშვებად ემზადება — მთავარ პირობას კი მისთვის მეგობრული სახის მინიჭება წარმოადგენს. კომპანიას შეუძლია, ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ წარმოებული სხვადასხვა სახე გამოიყენოს… მაგრამ წარმომადგენლები მაინც რეალური ადამიანების ჩართულობას ამჯობინებენ, რათა სრულიად ინოვაციური პროდუქტი შექმნან.

კომპანია მზად არის, 200 000 აშშ დოლარი გადაიხადოს — სანაცვლოდ კი პიროვნებამ საკუთარ სახეზე უფლებები Promobot-ს უნდა გადასცეს. როგორც თავად აცხადებენ, “კეთილი და მეგობრული” გარეგნობისთვის ნადირობენ და სრული ღიაობაა გამოცხადებული ყველა რასისა თუ სქესის ადამიანისთვის. თუმცა არსებობს ასაკობრივი ზღვარი — აუცილებელია, დაინტერესებული პირი 25 წელს ზემოთ ასაკის იყოს.

Promobot იმედოვნებს, რომ 2023 წლიდან თავისი რობოტები ჩრდილოეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტებში ჩაეშვება. “ჩვენი კომპანია ავითარებს სახის ამოცნობის, მეტყველების, ავტონომიური ნავიგაციის, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სხვა სფეროებში არსებულ ტექნოლოგიებს. 2019 წლიდან აქტიურად ვაწარმოებთ ჰუმანოიდ რობოტებს. ახლა კი ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის წამოწყებას ვგეგმავთ” — აცხადებენ კომპანიაში.

საწყის ეტაპზე გამარჯვებული კანდიდატისგან სახის და სხეულის 3D მოდელი უნდა შექმნან, რობოტის გარეგნული მახასიათებლების დასადგენად. შემდეგ საჭიროა, კანდიდატმა მინიმუმ 100 საათის განმავლობაში იმეტყველოს (ჯამურად), რათა ხმის კოპირება გახდეს შესაძლებელი — სწორედ ამ ხმას გამოიყენებენ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის. ამ ყველაფრის პარალელურად, “დაქირავებულ პირს” სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმება მოეთხოვება, რომლის თანახმადაც, მისი გარეგნობის გამოყენება შეუზღუდავი ვადით იქნება შესაძლებელი.

სრული სტატია – Marketer.ge

 

გააზიარე 👇

spot_img
Marketer.ge
Marketer.gehttps://www.marketer.ge/
Marketer.ge ამბიციური მულტიმედიური პროექტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სფეროებზე, ბიზნესისა და მარკეტინგის ჭრილში გიყვებათ. 2013 წლიდან, „მარკეტერი” ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მართავს. 2019 წლიდან, ბიზნესსა და მენეჯმენტზე პირველ ქართულ პოდკასტს უძღვება.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები