spot_img
0.8 C
Tbilisi
spot_img
Homeტექნოლოგიებიინოვაციებიინოვაციური ვაქცინა თაგვებში წარმატებით აჩერებს დაბერების ელემენტებს

ინოვაციური ვაქცინა თაგვებში წარმატებით აჩერებს დაბერების ელემენტებს

ვაქცინამ ნაადრევად დაბერებულ თაგვებსაც გაუხანგრძლივა სიცოცხლე – მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ “ზომბის უჯრედებს”  ხელს უშლის დაბერების გამოწვევაში. თაგვებზე ჩატარებული ადრეული კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ იგი მუშაობს.

ტოკიოს Juntendo University-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აბერებასთან დაკავშირებული ასაკოვანი უჯრედებ შეისწავლა, რომლებიც მკვლევრებისთვის ცნობილია, როგორც “ზომბი უჯრედები”. გუნდის მიზანი იმ მექანიზმების იდენტიფიცირება იყო, რომლებიც მათ დაგროვებას ანელებს. 

IFL Science-ის განმარტებით, ეს ცნობისმოყვარე უჯრედები გვხვდება ქსოვილებში, რომლებმაც გამრავლება შეწყვიტა, მაგრამ მაინც უარს ამბობს სიკვდილზე. სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდება მას “ზომბი”. სწორედ ეს არის პასუხისმგებელი ქიმიკატების გამოთავისუფლებაზე, რომლებიც მიმდებარე უჯრედებში ანთებას იწვევს — ისევე, როგორც ზომბები აინფიცირებენ ადამიანებს.

მეცნიერების თანახმად, ეს “ზომბიზაციის პროცესი”, რომელიც მეცნიერულად ცნობილია, როგორც “დაბერება”, შესაძლოა, მრავალი მიზეზის გამო წარმოიქმნას. Juntendo-ს კვლევა წინა კვლევას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, დაბერებული უჯრედების აღმოფხვრა დაბერებასთან დაკავშირებულ დაავადებებს ანელებს — ჯერ ამ ზომბის უჯრედებისთვის უნიკალური ცილის იდენტიფიცირებით და შემდეგ პეპტიდური ვაქცინის შექმნით, რომელიც მის წინააღმდეგ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში იაპონელმა მეცნიერებმა თაგვებს ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს. როგორც აღმოჩნდა, ვაქცინამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო ამ “არტერიული სიხისტის” გაუმჯობესება, არამედ ნაადრევად დაბერებულ თაგვებსაც გაუხანგრძლივა სიცოცხლე.

სრული სტატია – Marketer.ge

 

გააზიარე 👇

spot_img
Marketer.gehttps://www.marketer.ge/
Marketer.ge ამბიციური მულტიმედიური პროექტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სფეროებზე, ბიზნესისა და მარკეტინგის ჭრილში გიყვებათ. 2013 წლიდან, „მარკეტერი” ყოველწლიურ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მართავს. 2019 წლიდან, ბიზნესსა და მენეჯმენტზე პირველ ქართულ პოდკასტს უძღვება.
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები