საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 299 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 1.4%-ით (4 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე.
პირველი სამი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3%-ით (22 მლნ დოლარით) არის გაზრდილი. იანვარ-სექტემბერში სულ 728 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
2021 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (61 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (60 მლნ დოლარი), ჩეხეთი (36 მლნ დოლარი) და აშშ (30 მლნ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (87 მლნ დოლარი), ენერგეტიკასა (69 მლნ დოლარი) და მრეწველობაში (55 მლნ დოლარი), ხოლო ყველაზე ცოტა სოფლის მეურნეობასა (2.3 მლნ დოლარი) და სასტუმროებსა და რესტორნებში (7 მლნ დოლარი).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში კვარტლების მიხედვით, მლნ დოლარი