Jeffrey Preston Bezos – ამერიკელი ფინანსისტი, ბიზნეს-ანალიტიკოსი და კომპანია “ამაზონის” [Amazon.com Inc.] დამფუძნებელია.
ის 1964 წელს თექსასში [ტეხასი] დაიბადა, თუმცა მოგვიანებით დედამისი და მამინაცვალი ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ბეზოსმა სკოლა მაიამიში დაამთავრა, თან სკოლაში სწავლასთან ერთად, ფლორიდის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო დახელოვნების პროგრამაში მონაწილეობდა და 1982 წელს ვერცხლის რაინდის [Silver Knight Awards] ჯილდოც დაიმსახურა, როგორც გამორჩეულმა მოწაფემ, შემდგომ, სწავლა Princeton University-ში განაგრძო, ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგის დოქტორის ხარისხი ენდრიუ ქარნეგის მიერ დაარსებულ პიტსბურგის Carnegie Mellon University-ში მოიპოვა.
პრინსტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უოლ-სთრითზე, ბანკერს თრასთში, შემდეგ კი მოულოდნელად ყველაფერი მიატოვა და 1994 წელს დააფუძნა კომპანია “ამაზონი”, რომლის პირველი მისამართი – ბეზოსის ავტოფარეხი იყო, ხოლო კაპიტალი – მამისგან მიღებული 300 000 დოლარიანი ჩეკი.
1999 წელს ჟურნალმა Time-მა ის წლის ადამიანად დაასახელა, ხოლო 2008 წელს ჟურნალმა U.S. News & World Report ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერთა შორის მოიხსენია [America’s Best Leaders: Jeff Bezos, Amazon.com CEO].