მარკ ზაკერგერგის ბიოგრაფია საინტერესოდ აღწერს მის პიროვნებას. ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელია.
მარკი დაიბადა 1984 წლის 24 მაისს, ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ უაიტ-პლეინსში, ებრაულ ოჯახში. მამამისი სტომატოლოგია, ხოლო დედა ფსიქოლოგი, ჰყავს სამი და. მისი სრული სახელია მარკ ელიოტ ზაკერბერგი. მარკის მეუღლე მისი დიდი ხნის მეგობარი პრისცილა ჩანია.

მარკი სკოლის ასაკში დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამირებით, ქსელური თამაშების შექმნაც სცადა. მან Facebook-ის შექმნა მეგობრებთან, კრის ჰიუზსა და დასტინ მოსკოვიცთან ერთად სტუდენტობისას წამოიწყო. ფინანსური დახმარება ამ ჭკვიან ბიჭებს ბრაზილიელმა სტუდენტმა ედუარდო სავერინმა გაუწია.
დღეს მარკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. მიუხედავად ამისა, ის არ შეცვლილა, უბრალოდ ცხოვრობს, არ უყვარს პომპეზურობა და ფუფუნება. მარკი დამწყებ ბიზნესმენებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.