spot_img
8.8 C
Tbilisi
spot_img

კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე (დაიბადა – 20 აპრილი, 1956, თბილისი – გარდაიცვალა 13 ნოემბერი, 2014, ლონდონი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ცოდნის ფონდის” დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას წარდგინებით კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ეკონომიკის მინისტრად ბენდუქიძის დანიშნვამ 2004-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9.3%-ით, გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები.

2007 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძემ დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით “ცოდნის ფონდის” მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი. 

 

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები