spot_img
19.8 C
Tbilisi
spot_img

ბილ გეიტსი

ბილ გეიტსი კომპანია მაიკროსოფტის ხელმძღვანელი და დამფუძნებელია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედია.

ბილ გეიტსის ბიოგრაფია

ამერიკელი მეწარმე და ფილანტროპი ერთ-ერთი რეკორდსმენია ქველმოქმედებისათვის გაღებული თანხებით. 2008 წელს ბილი წავიდა “მაიკროსოფტის” ხელმძღვანელის პოსტიდან და დღეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. არის ასევე საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, რომელიც მან და მისმა მეუღლემ დაარსეს.

გეიტსი 1955 წელს დაიბადა სიეტლში, კორპორაციული ადვოკატისა და იმ დროისთვის ერთ-ერთი დიდი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ოჯახში. ბილი სიეტლის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა სადაც აითვისა კომპიუტერული პროგრამირების უნარ-ჩვევები. 13 წლისამ დაწერა თავისი პირველი პროგრამა თამაში „ბეისიკის“ პროგრამირების ენაზე. ბილი კვირაში 40-50 საათს ატარებდა კომპიუტერთან. მშობლებმა ფსიქიატრთანაც კი მიიყვანეს და ექიმის რჩევით, ბილს აუკრძალეს კომპიუტერთან ურთიერთობა. მთელი ზაფხული სახლში გამოკეტეს.

მომდევნო წლებში ბილ გეიტსმა დაწერა საგზაო მოძრაობის დასარეგულირებელი კომპიუტერული პროგრამა, რაშიც სიეტლის მუნიციპალიტეტმა მას 20 000 დოლარი გადაუხადა. ეს იყო გეიტსის პირველი შემოსავალი.

შემდეგ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი, რომელიც დროის უქონლობის გამო ვერ დაასრულა. მოგვიანებით კი, პარტნიორებთან ერთად დააარსა პროგრამული უზრუნველყოფის პირველი უძლიერესი კომპანია – Microsoft Corporation, რომელმაც ბილ გეიტსი მილიარდერად და ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად აქცია მსოფლიოში.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები