spot_img
19.8 C
Tbilisi
spot_img

სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე – ქართველი ბიზნესმენი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თსუ-ის ბიზნესის უმაღლესი სკოლა.

მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ჯორჯტაუნის [ვაშინგტონი, აშშ] უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, ჰარვარდის [აშშ] ბიზნესსკოლასა და ჯონ კენედის სახელობის სკოლაში. მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სოსო ფხაკაძემ დაარსა ავტოგასამართი სადგურების ქსელი “კანარგო”, რომელიც მოგვიანებით “ვისოლის” სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. 2000 წლიდან სათავეში უდგას “ვისოლის” დირექტორთა საბჭოს.

“ვისოლ ჯგუფი” აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა:

  • ვისოლი
  • სმარტი
  • ვენდი
  • დანკინ დონატსი
  • ვიანორი და სხვა.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” წევრების მიერ, ასოციაციის საერთო ყრილობაზე, იგი არჩეულ იქნა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები