Facebook ევროკავშირის მასშტაბით, დამატებით 10,000 ადამიანის დასაქმებას აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აღნიშნული პირები ე.წ „მეტავერსის“ განვითარებაზე იმუშავებენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პოტენციური დასაქმებულები მათი უმაღლესი განათლების დონის და ნიჭიერების ნიშნით შეირჩევიან, რადგან „მეტავერსის” პროექტი სულ მალე Facebook-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება.
BBC-ის ცნობითვე, „მეტავერსი” არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, სპეციალური ყურსასმენების გამოყენებით.
Facebook-ის მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ „მეტავერსის“ განვითარებას 10-15 წელი დასჭირდება. ამჟამად, ახალი პროექტისთვის 50 მილიონი დოლარია გამოყოფილი, თუმცა, დროთა განმავლობაში, პროექტის დაფინანსება გაიზრდება.