spot_img
4.8 C
Tbilisi
spot_img

მამუკა ხაზარაძე

ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. “თიბისი ჯგუფისა” და პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 

დაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი 1988-1990 წლებში. 1991 წელს იგი იყო ფირმა “სანსის” დირექტორი. 1991 წლიდან “TBC – თბილისის ბიზნეს ცენტრის” პრეზიდენტი. 1995 წლიდან კომპანია “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების” დამფუძნებელი და პარტნიორი. 2004 წელს დააფუძნა კომპანია “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია”, ამჟამად არის კომპანიის პარტნიორი. 2007 წლიდან – პროექტის “ლისის ტბის განვითარება” პრეზიდენტი. იყო “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1992-2019 წლებში. 2014 წელს Ernst & Young-მა გადასცა საქართველოს “წლის მეწარმის” ჯილდო.

2019 წლის 12 სექტემბერს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები