გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით, ლოპოტაზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, – ინფორმაციას თავად “ლოპოტა სპა რეზორტი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადგური 500 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და “ლოპოტა სპა რეზორტის” მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის 20 %-ს მწვანე ენერგიით ანაცვლებს.
“პროექტის შედეგად მკვეთრად მცირდება გარემოს დაზიანება და მავნე- CO2-ის გამოყოფა. ლოპოტას მზის ელექტროსადგური “თიბისი ლიზინგის” მხარდაჭერით მოეწყო!”, – აცხადებენ “ლოპოტა სპა რეზორტში”.