spot_img
1.8 C
Tbilisi
spot_img
Homeეკონომიკამსოფლიოილონ მასკმა სუნამო სახელწოდებით "დამწვარი თმა" გამოუშვა.

ილონ მასკმა სუნამო სახელწოდებით “დამწვარი თმა” გამოუშვა.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა დამატებითი ფულის შოვნა მორიგი უცნაური პროდუქტით სცადა. ილონ მასკმა სუნამო გამოუშვა სახელწოდებით “დამწვარი თმა”. მისი თქმით, უკვე გაყიდულია 10 000 ფლაკონი და მხოლოდ რამდენიმე საათში უკვე მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

ისეთი სახელით, როგორიც მე მაქვს, სუნამოების ბიზნესში შესვლა გარდაუვალი იყო – ან ამდენ ხანს რატომ ვუძალიანდებოდი ამას?”- წერს ილონ მასკი “ტვიტერზე”, სადაც ის საკუთარ თავს ამჯერად უკვე სუნამოების გამყიდვლად მოიხსენიებს.

დასახელებიდანაც ცხადია, რომ პარფიუმერულ პროდუქტს დამწვარი თმის სუნი აქვს. ის The Boring Company-ის საიტზე 100 დოლარად იყიდება, უცნობი მოცულობის ფლაკონებში. “საზიზღარი სურვილის არსი” – ასეთია პროდუქტის აღწერა გაყიდვების საიტზე. პროდუქციის მიწოდება 2023 წლის პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს.

მასკის სხვა უცნაური პროდუქტების მსგავსად, დამწვარი თმა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები