spot_img
12.8 C
Tbilisi
spot_img
Homeბიზნესიმცირდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ხელფასებს ზრდიან | BM.GE

მცირდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ხელფასებს ზრდიან | BM.GE

საქართველოს ბიზნესს ასოციაციის (BAG) ინდექსით, 2025 წლის III კვარტალში კომპანიათა 23%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც ჩამორჩება როგორც წინა კვარტალის მაჩვენებელს, ასევე წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს. ხოლო 2025 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა 21% გეგმავს.

სექტორების მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა მშენებლობის სექტორში (33%) გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება. 2025 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სექტორში (30%) გეგმავს.

გამოკითხულ კომპანიათა შორის, მათ ვინც 2025 წლის III კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (93%) დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა (7%) დასაქმებულთა ანაზღაურება 21-40%-ით გაზარდეს.

საქართველოს ბიზნესს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნესს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნესს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.

BAG ბიზნესს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტალებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტალისთვის. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევ­­რები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახუ­რება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის მესამე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 19 აგვისტო – 11 სექტემბრის პერიოდში.

წყარო

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები